რუსთავის მერიაში, ახალგაზრდული პროგრამის - "მართე შენი ქალაქი", მორიგი ეტაპი დაიხურა.
პროექტის ბოლო ეტაპის მონაწილე სტუდენტებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი შეხვდნენ.
სტუდენტურ პროგრამას "მართე შენი ქალაქი", რუსთავის მერია ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს.
პროექტის მიზანი, მუნიციპალიტეტის მუშაობაში ახალგაზრდების ჩართვა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობაა.
პროგრამა, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებშია შემუშავებული და მასში უკვე 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 70-მდე ახალგაზრდა, კი რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურშია დასაქმებული.
ანალოგიური პროექტი - "წარმოადგინე შენი ქალაქი" რუსთავის საკრებულომაც დაიწყო და მასში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.