აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწესრიგების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასრულებულია სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების მოწყობა.
ამ ეტაპზე ხორციელდება შიდა პერიმეტრის გაწმენდა-დასუფთავება და სასაფლაოების ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა.
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების ცენტრი სისტემატურ რეჟიმში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების გაწმენდა-დასუფთავებას.