იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორთან, ქალბატონ ირინე დანელიასთან ერთად, "საკურას ყვავილობის" ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თბილისში შაბათ-კვირას გაიმართა.
ღონისძიება თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და საქართველოში იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობით შედგა. ეს ყოველწლიური ღონისძიება, იაპონურ ბაღში დარგული საკურას - იაპონური ალუბლის ხის აყვავებას ეძღვნება. წელს ის უკვე მეექვსედ ჩატარდა.
ელჩმა გამართა მცირე ლექცია და წარადგინა იაპონური ჩაი იაპონურ ბაღში.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ტრადიციული იაპონური მწვანე ჩაი, რომლითაც მათ ელჩის რეზიდენციის შეფი და რეზიდენციის თანამშრომლები გაუმასპინძლდნენ.