03 აგვისტო 2026,   07:41
ვრცლად
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო - წელს პირველად, აბიტურიენტებს, სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, პროფესიული კურსის არჩევის შესაძლებლობაც აქვთ

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დილიდან, მაღალი აქტივობით დაიწყო. წელს პირველად, აბიტურიენტებს, სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, პროფესიული კურსის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. აპლიკანტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, პროფესიული დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ სტუდენტობის და მაგისტრანტობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად შეუძლიათ. გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისთვის თითოეული საგნის საფასური 10 - ით, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის კი 50 ლარით არის განსაზღვრული.

მიმდინარე წელს, აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, უმაღლეს საგანმანათლებლოსთან ერთად, არჩევანი პროფესიულ პროგრამებზეც გააკეთონ. განათლების მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტებისთვის 21 600 ადგილია განსაზღვრული.

სტუდენტობისა და მაგისტრანტობის მსურველებისთვის რეგისტრაციის ვადა 11 მაისს, 18:00 საათზე ამოიწურება.

 

დღის ამბები