03 აგვისტო 2026,   05:13
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მარნეულის მერის ძმა - ქენან ისმაილოვი დააკავა

მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები