03 აგვისტო 2026,   03:13
ვრცლად
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ბულვარის მობილურმა ჯგუფებმა კიდევ 3 უნებართვო ობიექტი აიღეს

ბათუმის ბულვარში უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი გრძელდება. მუნიციპალურმა ინსპექციამ და ბულვარის მობილურმა ჯგუფებმა კიდევ 3 უნებართვო ობიექტი აიღეს.

ობიექტები, რომლებსაც საიჯარო ხელშეკრულების ვადა დიდი ხნის წინ ამოეწურათ, ბულვარის გამწვანებულ ზოლში მდებარეობდა, რაც აზიანებდა სარეკრეაციო სივრცის იერსახეს.

ბულვარისა და ქალაქის მასშტაბით უკვე 100-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარისა და 20-მდე კვების ობიექტზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.

დღის ამბები