02 აგვისტო 2026,   22:33
ვრცლად
ფოთის მერმა რაგბის გუნდი "ფოთის" შემადგენლობას სეზონის წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, რაგბის გუნდი „ფოთის“ წევრებს შეხვდა და მათ სეზონის განმავლობაში მიღწეული წარმატება მიულოცა.

"10-მატჩიანი წაუგებელი სერია, მნიშვნელოვანი გამარჯვებები და მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლა - ჩვენმა მორაგბეებმა სეზონი ღირსეულად დაასრულეს. გუნდმა ჩემპიონატში მესამე ადგილი მოიპოვა და "დიდ 10"-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

ჩვენი მიზანი უცვლელია - შევინარჩუნოთ სტაბილური განვითარება შესაბამისი პირობების შექმნით, დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული მორაგბეები და ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, დაიმკვიდრონ ადგილი დიდ გუნდში", - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთელმა მორაგბეებმა პირველად ითამაშეს "დიდ 10"-ში გადასასვლელ პლეი-ოფის ნახევარფინალურ ეტაპზე და სეზონი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

დღის ამბები