03 აგვისტო 2026,   02:33
ვრცლად
ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ სპექტაკლ "ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება და  საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობაა - კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უწყებამ სტურუას სპექტაკლ "ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა. სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ "ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის.

რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე კულტურის კერაა და იმისთვის, რომ მომავალშიც პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, მას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა. შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები