03 აგვისტო 2026,   08:37
ვრცლად
ჩვენს გულს ტკივილიც ავსებს, მაგრამ ბრწყინვალე აღდგომის სიხარულს ვერაფერი ვერ განაქარვებს სამყაროში, რადგან ეს არის სიცოცხლის და სიკვდილზე გამარჯვების სიხარული - მიტროპოლიტი გრიგოლი

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. სააღდგომო ლიტურგია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა. მან მრევლს მაცხოვრის აღდგომა მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

სადღესასწაულო ლიტანიობასა და ღვთისმსახურებას ადგილობრივი მრევლი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი და ქალაქის მერი ესწრებოდნენ.

"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. რა თქმა უნდა ჩვენს გულს ტკივილიც ავსებს, მაგრამ ბრწყინვალე აღდგომის სიხარულს ვერაფერი ვერ განაქარვებს სამყაროში, რადგან ეს არის სიცოცხლის სიხარული სიკვდილზე გამარჯვების სიხარული. გილოცავ სრულიად საქართველო, ჩემო ძვირფასო სულიერო შვილნო, ქრისტე აღდგა", - აღნიშნა ქადაგებისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი).

 
დღის ამბები