03 აგვისტო 2026,   09:29
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ მწუხარების დღეები გვაქვს პატრიარქის გარდაცვალების გამო, აღდგომის დღესასწაულს შემოაქვს დიდი სიხარული, რომელიც პატრიარქმა მთელი ცხოვრების მანძილზე ატარა - მიტროპოლიტი ანდრია

სააღდგომო ლიტურგია ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა აღასრულა. მეუფე ანდრიამ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველო დალოცა.

"მიუხედავად იმისა, რომ მწუხარების დღეები გვაქვს ჩვენი კათოლიკოს-პტრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, აღდგომის დღესასწაულს შემოაქვს დიდი სიხარული, სიხარული, რომელიც პატრიარქმა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ატარა და მისი სიტყვები როგორც ყოველთვის გვამხნევებდა ჩვენ - ყველაფერი კარგად იქნება. ზუსტად ეს დაკავშირებული არის ქრისტეს აღდგომასთან, რომ დაიძლევა ბოროტება, სიკეთე იზეიმებს და საბოლოოდ ადამიანები, ღვთის მორწმუნე და ქრისტეს მოყვარე ადამიანები, გაერთიანდებიან სიყვარულით", - აღნიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).

დღის ამბები