03 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
"კულას" დამფუძნებელი ივანე გოგლიძე, ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - მას ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღება აქვს ბრალად წარდგენილი

"კულასა" და "ბატონოს" დამფუძნებელი, ივანე გოგლიძე, რომელიც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღების ბრალდებით დააკავეს, ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა- ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.

ივანე გოგლიძეს ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციას გულისხმობს, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 000 ლარის უვარგისი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს "სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას".

დღის ამბები