03 აგვისტო 2026,   01:25
ვრცლად
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება, - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. 

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს "თბილსერვის ჯგუფი" უზრუნველყოფს.

"უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო პერიმეტრზე განთავსდება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნები.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

დღის ამბები