რუსთავში კულტურის სახლის ისტორიული შენობის რესტავრაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა საკონცერტო დარბაზი და ფასადი, დამონტაჟდა თანამედროვე აპარატურა და მოეწყო დასასვენებელი სივრცეები.
მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ნაგებობა სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ ავთენტურობას. ამავე დროს იცვლება შენობის კონცეფციაც - გაიხსნება "არტ პავილიონი", რომელიც კლასიკურ ხელოვნებასთან ერთად, თანამედროვე მიმდინარეობებსაც უმასპინძლებს.