ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს - "კლასიკური კონცერტები ბათუმში" მასპინძლობს. მუსიკალური ფორუმი სახელმწიფო დრამატულ თეატრში გუშინ კანადელი პიანისტისა და შვედი ვირტუოზი მევიოლინეს კონცერტით გაიხსნა.
ოთხდღიანი პროგრამა მსოფლიო დონის შემსრულებლებსა და ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს აერთიანებს. ფესტივალი 24 აპრილამდე გაგრძელდება.