13 ივნისი 2026,   05:53
ვრცლად
2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 მილიონ 929 000 581-ს შეადგენს - საქსტატი მოსახლეობის აღწერის მონაცემებზე

დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 929 000 581 კაცი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია, ხოლო 48 კაცი.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62 პროცენტი, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში 38 პროცენტი.

საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მაღალია 30-39 წლის ასაკობრივი ჯგუფების მოსახლეობა.

დღის ამბები