ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეპიცენტრში ლიბანი რჩება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ძალებსა და "ჰეზბოლას" დაჯგუფებას შორის დაპირისპირება არ წყდება.
"ცაჰალის" ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანში, ქალაქ კანტარაში მათ მიწისქვეშა ორი გვირაბის ქსელი აღმოაჩინეს. მოგვიანებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნული მიწისქვეშა გვირაბის აფეთქებაზე ისაუბრა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ "ცაჰალი" "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურებას განაგრძობს.
პარალელურად, დაძაბულია ვითარება ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ისინი ომს დასრულებულად არ მიიჩნევენ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების მიუხედავად, სრულ სამხედრო მზადყოფნაში რჩებიან.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანის ხელისუფლება კოლაფსის პირასაა და ისინი ჰორმუზის სრუტის გახსნას ითხოვენ. მსგავს მოთხოვნას თეირანი უარყოფს.