კონკურსის - "დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება" - გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მოწყობილ ღონისძიებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. წარმოდგენილი იყო თემატური ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს ნავენახევის მღვიმე და უნიკალურ მიწისქვეშა ეკოსისტემას ადგილზე გაეცნენ.