გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ ზერტში, 800-მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც საავტომობილო გზის საფარის მოწყობა, ისე ეზოებში შესასვლელების მოწესრიგება. უკვე დასრულებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის პირველი ფენის დაგება.
სოფელ რეხაში კი, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია.