03 აგვისტო 2026,   00:35
ვრცლად
"სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ახალგაზრდულ მოთხოვნებს და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები" - თეკლა თიკანაშვილი

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრები არ დარჩეს მხოლოდ შეხვედრების დონეზე," - განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა საგურამოში, სადაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ახალგაზრდების მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინების მიმართულებით უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრები არ დარჩეს მხოლოდ შეხვედრების დონეზე. ჩვენ ვისმენთ ახალგაზრდულ საჭიროებებს. სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ახალგაზრდულ მოთხოვნებს და ამ მიმართულებით, უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები," - განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

დღის ამბები