03 აგვისტო 2026,   07:40
ვრცლად
UniverCity - ქუთაისქალაქობასთან დაკავშირებით, ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე გაიხსნა

ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე UniverCity გაიხსნა. პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ქუთაისის მერიის ურთიერთთანამშრომლობით არის შემუშავებული და მიზნად ისახავს ქუთაისის, როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ აღნიშნულ სივრცეში დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი პროექტები, მოიწვიონ სტუმრები და გამართონ საჯარო დისკუსიები მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით.

"მედიათეკა, რომელიც პირველ რიგში, მოემსახურება ახალგაზრდებს, მათ ინტერესებს და მათ კარიერულ განვითარებასა თუ შემეცნებით პროცესში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ვხედავთ, რომ კამპუსიდან გამოსული ლაბორატორია არის ქალაქის შუაგულში. ეს არის პრინციპი, რომელიც ნებისმიერ ძირითად საუნივერსიტეტო ქალაქებში არის და მე იმედი მაქვს, რომ ეს ლაბორატორია იქნება ჩვენი ახალგაზრდების, განსაკუთრებით ქუთაისის და იმერეთის მხარის ახალგაზრდების ხელშემწყობი და ახალი ინიციატივების დასაწყისი," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი.

დღის ამბები