საბურთალოს რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. წინაუბნის ქუჩის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა. დაიგო ასფალტის საფარი 2500 კვ. მ- ზე, მოეწყო ბორდიურები.
შიდა ქუჩების რეაბილიტაციას საბურთალოს რაიონის გამგებელი, გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი, კოკა ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი, აჩიკო ნიჟარაძე გაეცნენ. პროექტს „შპს დინ გრუპი“ ახორციელებს.
"შიდა საუბრო გზების მოწესრიგების ფარგლებში, წინა უბნის რეაბილიტაციას ვასრულებთ. მნიშვნელოვანია, რომ არაერთი საცხოვრებელი კორპუსია მიმდებარედ და მოსახლეობა ამ გზით სარგებლობს ყოველდღიურად. დღეს სრულდება პროექტი, დაიგება ასფალტის ახალი საფარი და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს", - განაცხადა თბილისის, საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ.