02 აგვისტო 2026,   23:27
ვრცლად
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, სოფელ დაბასთან, ნახანძრალი ტყის აღდგენის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან ნახანძრალი ტყის აღდგენის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

2008 წელს, აგვისტოს ომის მოვლენების დროს, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარმა 950,9 ჰექტარი ფართობი მოიცვა, მათ შორის, სრულად განადგურდა 250 ჰექტარი სოფელ დაბასთან.

ტყის აღდგენის სამუშაოები ამ ტერიტორიაზე 2013 წელს დაიწყო, თუმცა, 2017 წელს განმეორებით მომხდარმა ხანძარმა დააზიანა აღდგენილი ფართობებიც. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ტყის აღდგენის სამუშაოები 2017 წელსვე განახლდა და ჯამში ნახანძრალ ტერიტორიაზე კომპლექსური სამუშაოები 636 ჰა ფართობზე განხორციელდა. ტყის აღდგენის პროექტის თანახმად 144 ჰექტარ ფართობზე 345 530 სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო, 492 ჰექტარზე კი ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები განხორციელდა.

დღის ამბები