03 აგვისტო 2026,   02:33
ვრცლად
სახეზე გვაქვს სისტემის მიერ რამდენიმე ადამიანზე ხელის შეწმენდა - ირაკლი ფავლენიშვილი

ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. მათ შორის - სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ერთი კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი.

ხუთივეს მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე - ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხში განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს.

თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ დანაშაულს სისტემური ხასიათი ჰქონდა, ამ დაკავებებით კი ერთეულებზე "ხელის შეწმენდა" მოხდა.

"ჩვენ სახეზე გვაქვს სისტემის მიერ რამდენიმე ადამიანზე ხელის შეწმენდა. სხვანაირად როგორ გაამართლებენ იმას, რომ ასეთი სისტემური დანაშაული 4-5 კაცს დაბრალდა მხოლოდ და მხოლოდ," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

 

დღის ამბები