"მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე" - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში "აზდაკის ბაღის" ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგა.
სცენარის მიხედვით, დედამიწელები ექსპერიმენტის შედეგად, უცნობ პლანეტაზე აღმოჩნდებიან, სადაც იქაურ გარემოსთან შეგუებას იწყებენ და ახალ სამყაროში ცხოვრებას ჰარმონიულად განაგრძობენ.
წარმოდგენაში სხვადასხვა თეატრის 7 არტისტთან ერთად, აზდაკის თეატრის ახალგაზრდა მსახიობებიც მონაწილეობენ.
პერსონაჟები ერთიანდებიან და გამოსავლის ძიების პროცესში გასაღებს ჯადოსნურ სიტყვებში პოულობენ - "მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე“.
რეჟისორი ამბობს, რომ სპექტაკლი განსაკუთრებულია როგორც თავისი ფორმით, ასევე შინაარსით. დადგმის მთავარი მიზანი კი საზოგადოების გაერთიანება და ინკლუზიური ხელოვნების განვითარება.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე.