03 აგვისტო 2026,   02:36
ვრცლად
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ბოლნისის თეატრის სცენაზე მაყურებელს სპექტაკლი "ბეთქილი" წარუდგინა

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ბოლნისის თეატრის სცენაზე მაყურებელს სპექტაკლი "ბეთქილი" წარუდგინა.

სცენაზე გაცოცხლდა სვანური ლეგენდა მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის შესახებ, ისტორია სიყვარულზე, არჩევანზე და ბედისწერაზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

სპექტაკლში წარმოდგენილი იყო სვანური მითოლოგიის გამორჩეული გმირების დრამატული ამბავი, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია.

სპექტაკლს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

დღის ამბები