ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი წარადგინეს.
ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია საირიგაციო და სადრენაჟო სისტემის სრული რეაბილიტაცია, მაგისტრალური არხის გამტარ-უნარიანობის გაზრდა, თამარაშენის არხის განახლება და გამანაწილებელი ქსელის მოდერნიზაცია.
პროექტის დასრულების შემდეგ, გაიზრდება სარწყავი წყლის მიწოდების ეფექტიანობა, გაფართოვდება სარწყავი ფართობები და გაუმჯობესდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურა.