01 აგვისტო 2026,   19:15
ვრცლად
პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია

პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე (-52 კგ) ევროპის ჩემპიონია. მან ოქროს მედალი გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენებმა ჩემპიონატზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს - ლიკა ჩაჩიბაია (47 კგ), სანდრო მეგრელიშვილი (70 კგ), ნატა ოჩიგავა (57 კგ) და მარიამ ნინიაშვილო (52 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

დღის ამბები