03 აგვისტო 2026,   01:13
ვრცლად
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 18,09 გრ. და 29.42 გრ. ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი (ფუძე)", ასევე 47,79 გრ. გამომშრალი "მარიხუანა", სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის სარეალიზაციოდ დაფასოებული ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლ იარაღი," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები