პროკურორის, ანა ლეკიაშვილის განცხადებით, ბაჩანა ახალაიას ბრალდების საქმეზე, დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც, არსებითი განხილვის თარიღი ჩანიშნა.
მისვე თქმით, საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ბაჩანა ახალიას ბრალეულობას ადასტურებს, მათ შორის, დაახლოებით 6 მოწმის ჩვენება დაცვის მხარემ უდავოდ ცნო.
"დღეს გაიმართა წინასასამართლო სხდომა ბაჩანა ახალაიას ბრალდების საქმეზე, სადაც ბრალდების მხარე მას ედავება, რომ ჩაიდინა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ და საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.
შემდგომი სასამართლო სხდომა ჩაინიშნა, რა დროსაც უკვე დაიწყება არსებითი განხილვა, მოწმეების დაკითხვა და შემდგომ უკვე მიიღება გადაწყვეტილება მისი ბრალდების ირგვლივ.
საქმეში მტკიცებულების სახით განთავსებულია არაერთი მოწმის ჩვენება, მათ შორის, დაახლოებით 6 მოწმე დაცვის მხარემ გახადა უდავოდ. წარმოდგენილია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა. გამოთხოვილია სხდომის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, მათზე დანიშნულია ექსპერტიზის დასკვნები, ასევე დაკითხული არიან სხდომაზე დამსწრე პირები. საქმეში განთავსებულია არაერთი მტკიცებულება, რის საფუძველზეც ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ ბაჩანა ახალაიამ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება", - განაცხადა პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა.