საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის - "საქართველოს სინფონიეტას" სამხრეთ ამერიკული საკონცერტო ტურნე დასრულდა.
ტურნეს კულმინაცია არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, მსოფლიო მნიშვნელობის თეატრ Teatro Colón-ის ოქროს დარბაზში - შედგა.
კონცერტი სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.