26 მაისს ამბროლაურის ცენტრალურ ბულვარში დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
11:00 საათიდან სტუმრებს ავიაციის თემატური და ინტერაქტიური სივრცე დახვდებათ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და ქვეყნის ავიაციის ისტორია გაერთიანდება. მოეწყობა საგამოფენო ინსტალაციები, საბავშვო და გასართობი ზონები.
ღონისძიების ერთ-ერთი კულმინაციური ნაწილი თვითმფრინავის სიმულატორი იქნება, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა - სრულად