"თბილისი არენას" ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი მიენიჭა. გაიმართა ოფიციალური ცერემონია. სპორტის სასახლის ფასადზე მემორიალური დაფაც გაიხსნა.
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას დიდი წვლილი მიუძღვით ქართული კალათბურთის განვითარებაში.
საზეიმო ცერემონიას მათი ოჯახის წევრები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.