07 ივნისი 2026,   19:34
ვრცლად
2008 წლიდან ვატარებთ ამ მსახურებას და ყველა ნათლობაზე არის საოცარი სიხარულის განცდა - დეკანოზი შალვა კეკელია საყოველთაო ნათლობაზე

სამების ტაძარში, ამ წუთებში, 73-ე და პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, პირველი საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს.

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ნათლული 600 ზე მეტი ბავშვი გახდება. ოჯახებში მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსახურების შემდეგ კი უწმინდესი მის ნათლულებს დალოცავს.

კათოლიკოს პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ 17 მაისს, სამების ტაძარში გამართულ "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებულ წირვაზე ისაუბრა.

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, თავის მხრივ, ეს დღე სევდიანიცაა, რადგან დღეს პირველად ტარდება მსახურება პატრიარქ ილია მეორეს გარეშე, ამავდროულად ეს დღე ამაღელვებელიცაა, რადგან აღნიშნული ტრადიცია გაგრძელდა.

"პირველია ნათლობაა, როდესაც მისი უწმინდესობა დღეს ამ ნათლობას არ ესწრება. ჩემთვის მტკივნეულია დღევანდელი დღე, ასევე სასიხარულოა იმით, რომ ეს საოცარი ტრადიცია გაგრძელდა. დღეს, მისი უწმინდესობა შიო მესამე დალოცავს თავის ნათლულებს.

2008 წლიდან ვატარებთ ამ მსახურებას და ყველა ნათლობაზე არის საოცარი სიხარულის განცდა", - განაცხადა მამა შალვა (კეკელიამ)

დღის ამბები