სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე - "კლიმატური პირობები - გამოწვევები მცენარეთა დაცვაში".
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილი გახსნა.
კონფერენციაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევები, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დროულად ჩატარებისა და რისკების შემცირების საკითხები განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.