08 ივნისი 2026,   14:35
ვრცლად
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულმა კიდევ 6-მა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე, დამატებით 6-მა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ - სერგო მეგრელიშვილს, ლაშა ივანაძეს, გიორგი ქორქიას, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი რურუასა და ლევან ჯიქიას.

მათი საქმე, შეთანხმების გაფორმების მიზნით, ცალკე წარმოებად გამოიყოფა.

გასულ კვირას დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულ კიდევ 15 პირს. დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავება.

ევა შაშიაშვილმა, ალექსანდრე გოგოლაძემ, გოჩა ყატაშვილმა, სულხან აბრალავამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გენადი კელიხაშვილმა, დავით ღურწკაიამ უდავოდ გახადეს მტკიცებულები და სასამართლო სხდომაზე დააფიქსირეს პოზიცია, რომ თავს სრულად ცნობენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

დანაშაული აღიარეს ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მუმლაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, ავთანდილ სურმანიძემ და თემურ ქურციკიძემაც.

როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, აღნიშნულ პირებს საპროცესო შეთანხმება 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდებათ.





დღის ამბები