08 ივნისი 2026,   18:28
ვრცლად
ლატვიაში გამანადგურებლებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

ლატვიაში გამანადგურებლებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონი საფრანგეთის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს, რომლებიც ნატო-ს ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის პატრულირების მისიაში მონაწილეობენ.

უწყება არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა ჩამოგდებული დრონი. ცნობილია, რომ აღმოჩენილი აპარატი ჩამოვარდნის ადგილზე აფეთქდა.

დღის ამბები