08 ივნისი 2026,   18:46
ვრცლად
ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სავაჭრო დერეფანი გადის და გვინდა, რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

სტამბოლში, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-10 სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები, მათ შორის, რკინიგზის მოდერნიზაციისა და "მწვანე კორიდორის" განვითარების საკითხები დააანონსა.

"ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სავაჭრო დერეფანი გადის და გვინდა, რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს. სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ განვახორციელეთ და გავიყვანეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ერზრუმის მილსადენები ისე, რომ ჩვენ გადავიქეცით გზაჯვარედინად. ამით ჩვენ შევძელით რეგიონული დაკავშირებადობის განხორციელება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ამ სამ ქვეყანაში კეთილდღეობის გაზრდა მოსახლეობის სასარგებლოდ.

ჩვენ ასევე ახალ პროექტებზე დავსახეთ თანამშრომლობა და მუშაობის გაგრძელება უფრო ფართო მასშტაბით და ფართო გეგმებით. ბაქო-თბილისისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მათ შორის ჩვენ მიგვაჩნია რკინიგზის მოდერნიზება, რომელიც დაკავშირებადობის პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. ჩვენ ჩართულები ვართ აგრეთვე მწვანე კორიდორის განვითარებაში", - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

დღის ამბები