თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის - "ნონა გაფრინდაშვილის თასის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
განათლების მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ოლიმპიადის მონაწილეებს ფინალურ ეტაპზე გადასვლა მიულოცა.
თამარ მახარაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაწყებით საფეხურზე ჭადრაკის სავალდებულო საგნად სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.