გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ფონდის "გაამწვანე საქართველო" ინიციატივით გაიმართა. სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ზეთისხილის 150 ნერგი დარგეს.
"მნიშვნელოვანი აქციაა გარემოს საერთაშორისო დღისადმი, რომელიც ეძღვნება მის უწმინდესობას, პატრიარქ ილია მეორეს, მისი უწმინდესობა, პატრიარქის, შიო მესამის კურთხევით. ეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასულიერო და საერო საზოგადოება, კერძო და საჯარო სექტორთან ერთად, ერთიანდება და უძღვნის დღევანდელ დღეს," - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.