რომის პაპმა ლეო XIV-მ, ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ტაძარში საზეიმო მესა აღავლინა და იესო ქრისტეს კოშკი აკურთხა. ამ ნაგებობის წყალობით, ბაზილიკა მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქრისტიანულ ტაძრად იქცა.
თებერვალში, მასზე 100 ტონამდე წონის, 17-მეტრიანი ჯვარი აღმართეს, რის შემდეგაც ტაძრის სიმაღლემ 172,5 მეტრს მიაღწია.
საგრადა ფამილიას მშენებლობა, საერთო ჯამში, უკვე 144 წელია მიმდინარეობს: ამ უმთავრესი კოშკის დასრულებით ეკლესიის ექსტერიერმა საბოლოო იერი მიიღო, თუმცა შიდა მოპირკეთება, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება.
მესის დროს, რომელიც დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა, პონტიფიკოსმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაგმო ომი და აღნიშნა მისი შეუთავსებლობა ქრისტიანულ რწმენასთან.