11 ივნისი 2026,   10:34
ვრცლად
ბელფასტში მეორე დღეა მასობრივი არეულობაა - სამართალდამცველები დემონსტრანტების დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობენ

ბელფასტში მეორე დღეა მასობრივი არეულობაა, ქუჩებში ასობით შენიღბული პირი პოლიციას აგურებით, ქვებითა და ბოთლებით უპირისპირდება.

დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ცეცხლი მოუკიდეს მუნიციპალიტეტის ინვენტარს. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ. სამართალდამცველები დემონსტრანტების დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობენ.

ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქებში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში სუდანელი მიგრანტის მიერ ადგილობრივ მცხოვრებზე სასტიკი თავდასხმის ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს დანით შეიარაღებული მამაკაცი მსხვერპლისთვის ყელის გამოჭრას.

დღის ამბები