11 ივნისი 2026,   11:59
ვრცლად
ქუვეითმა ირანის თავდასხმების შემდეგ დახურული საჰაერო სივრცე ისევ გახსნა

ქუვეითმა სამოქალაქო რეისებისთვის საჰაერო სივრცე ხელახლა გახსნა - განცხადება ცოტა ხნის წინ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა სამსახურმა გააკეთა. მანამდე, გამთენიისას, ირანის თავდასხმების შემდეგ საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.

საავიაციო უწყება "მუდმივად აკვირდება სიტუაციას 24 საათის განმავლობაში", - ნათქვამია განცხადებაში. ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი ახლა ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდა.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის განცხადებით კი, ხუთშაბათს დილით, ქუვეითში, იორდანიასა და ბაჰრეინში აშშ-ის საჰაერო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა.

 

წყარო:CNN

დღის ამბები