11 ივნისი 2026,   14:41
ვრცლად
ჩრდილოეთ ირლანდიაში, ანტიმიგრაციული პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს - დაშავებულია 12 პოლიციელი

ჩრდილოეთ ირლანდიაში, ანტიმიგრაციული პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რადგან ძალადობრივი საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა გრძელდება.

ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ ესვრიან საპროტეატო აქციის მონაწილეები სხვადასხვა საგნებს საპოლიციო მანქანებს, პოლიციელები კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. პოლიციის ცნობით, დაკავებულია, სულ მცირე 16 ადამიანი, დაშავდა 12 პოლიციელი.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სუდანელ მამაკაცს დანით თავდასხმის გამო, მკვლელობის მცდელობაში ბრალი წაუყენეს. დაჭრის ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

წყარო: CNN

დღის ამბები