11 ივნისი 2026,   14:36
ვრცლად
დამიან მაზორი: მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო როგორც თბილისის, ასევე ბათუმის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს. დიდი მადლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და ძალზე შედეგიანი თანამშრომლობისთვის

"პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელის და მისი თანამშრომლების სახელით, მინდა, გამოვხატო მადლიერება ყველა იმ უწყებისა და თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან ამ საქმეში", - ამის შესახებ პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელმა, დამიან მაზორმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე საზოგადოებას იმ ერთობლივი ოპერაციის დეტალები გააცნეს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს, პოლონეთისა და აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოავლინეს და დააკავეს. 

ქართველმა სამართალდამცველებმა, ამერიკელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, კრიპტოვალუტის გათეთრების საქმეზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარეს.

დამიან მაზორის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების თანამშრომლობა წარმატებით მუშაობის საფუძველია.

"ჩვენი შტაბ-ბინა ქალაქ ლოძშია განლაგებული. ამიტომ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო როგორც თბილისის, ასევე რეგიონული, კერძოდ, ბათუმის შესაბამისი ქვეგანყოფილების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს. ჩვენი ასეთი მხარდამხარ მუშაობა, გაცნობიერებული ამოცანები გვაძლევს საშუალებას, წარმატებით ვიმუშაოთ. დიდი მადლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და ძალზე შედეგიანი თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა დამიან მაზორმა.

დღის ამბები