11 ივნისი 2026,   19:31
ვრცლად
პოლიტიკურ თემაზე საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით ვართ შეიარაღებული - გიორგი ვოლსკი ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე

"რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, აქ ჩვენ საკმაოდ გამართული ვართ და კარგი მაჩვენებლები გვაქვს ყველა მიმართულებით. როგორც კი პოლიტიკურ თემაზე დაიწყება საუბარი, რასაც მივესალმებით, ჩვენ საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით ვართ შეიარაღებული" - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საუბრობს.

გიორგი ვოლსკი ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.

"რასაკვირველია, აქ პოლიტიკური თემებია, ტექნიკური საკითხებია ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. მათ შორის, ეკონომიკური მაჩვენებლები საგანგებო მნიშვნელობის არის, რასაც საქართველო პირნათლად ასრულებს, წინ მიდის და ტექნიკურ საკითხებს რაც შეეხება, საზღვარზე კონტროლს, რეადმისიას, ყველა ეს საკითხი განხილული იქნება. პოლიტიკური თემის გარეშე არც ეს შეხვედრა არ ჩაივლის. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც იქ არის, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელიც იქ არის. ვფიქრობ, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ საკმაოდ მყარი პოზიცია გაგვაჩნია. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, აქ ჩვენ საკმაოდ გამართული ვართ და კარგი მაჩვენებლები გვაქვს ყველა მიმართულებით. როგორც კი პოლიტიკურ თემაზე დაიწყება საუბარი, რასაც მივესალმებით, ჩვენ საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით ვართ შეიარაღებული," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ევროკომისიის პრეს-სპიკერის განმარტებით, ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე დელეგაციების მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაზე მსჯელობაა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია.

 

დღის ამბები