იუსტიციის მინისტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ თანამშრომლები დააჯილდოვა. მისი განცხადებით, აღსრულების სფერო მუდმივად ვითარდება და თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. თარიღი აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ინიციატივით აღინიშნება.
"ძალიან მნიშვნელოვანია აღმასრულებლის როლი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში და არა მარტო. დღეს, სააღსრულებო ბიურო არა ერთი მიმართულებით მუშაობს. მე მახარებს ის, რომ სააღსრულებო ბიურო წლიდან წლამდე ვითარდება, ის ხდება უფრო თანამედროვე. მინდა მივილოცო მათ პროფესიული დღე, ვუსურვო წარმატებები," - აღნიშნა პაატა სალიამ.