საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
ბიშკეკის მანასის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ადილბეკ კასიმალიევი დახვდა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს მთავრობის მეთაური ყირგიზეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.