13 ივნისი 2026,   18:27
ვრცლად
ყვარელში, თემატური ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მასპინძლობს

ყვარელში, თემატური ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მასპინძლობს.

ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა.

სტუმრებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბუხრაშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების როლსა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო სახელმწიფო სერვისებს, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდებს სთავაზობენ.

ყვარლის თემატური ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. 2026 წელს პროექტი 12 ნაკადად ჩატარდება და 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

დღის ამბები