ინდოეთის ასამის შტატში, ქალაქ ჯორჰატის აეროდრომთან, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევა გეგმური ფრენის დროს მოხდა - თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე ვერ დაეშვა და აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე კატასტროფა განიცადა. ტრაგედიას ბორტზე მყოფი ხუთივე სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ოფიციალურად დაადასტურა ეკიპაჟის წევრების დაღუპვა და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზების დასადგენად.