"ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე "ტვ პირველის" ეთერში გასულ გადაცემის ანონსს ეხმაურება. კუპრაძის განცხადებით, "ლელო" ყველა პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
"ძლიერი საქართველო - ლელო“ კატეგორიულად მოითხოვს ყველა იმ პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას, რომლებიც მონაწილეობდნენ გუშინ მედიით "ტვ პირველის" მიერ გამოქვეყნებულ კადრებში. ეს არის სისტემური დანაშაული," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, "TV პირველმა" ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დაკავებაზე თებერვალშივე აცნობა მაყურებელს, თუმცა გუშინდელ ანონსში ეს არ უხსენებია.
"TV პირველის" ანონსს ეხმაურება პროკურატურა და ამბობს, რომ "ნოდარ მელაძის შაბათს" ინფორმაცია ბრალდებულების დაკავების შესახებ სრულად მიაწოდეს, თუმცა ის გადაცემის ანონსში მაინც არ ჩასვეს.
ავტორი: ნანა გოგატაძე